როგორ გავხსნათ პორტები Nat Cloud-ის ტარიფებზე

NAT Cloud-ის ტარიფები განსხვავდება ჩვეულებრივი VPS იმით რომ მათ არ აქვთ განყოფილი IP მისამართები და წვდომა სერვერზე ხორციელდება ერთი IP-ით.


იმისათვის რომ ყველა ასობით კლიენტს ჰქონდეს წვდომა მათ ლოკალურ პორტებთან NAT, გამოიყენება პორტების პროქსირების სისტემა.


მარტივი მაგალითი: იმისთვის, რომ ყოველი სერვერი შეერთდეს SSH-ით, სტანდარტულად გამოიყენება 22 პორტი
NAT-ით ჩვენ არ შეგვიძლია მივანიჭოთ ყოველ სერვერს 22 პორტი, რადგან გარე IP ყველასთვის ერთია
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივანიჭოთ რომელიმე გარე IP-ზე პორტი რომელიც გადაიყვანს კონკრეტულად თქვენი სერვერის 22 პორტზე.

საჭირო IP და პორტი იქნება ნაჩვენები ბლოკში "NAT პორტები" სერვისის მმართვის მენიუში





ლოკალურ ქსელში ყველა სერვერს აქვს ლოკალური მისამართი 192.168.x.x ტიპის, ის უნიკალურია ყველა შეკვეთისთვის.


მაგალითად, ლოკალური IP თვენი შეკვეთის არის 192.168.1.1, ასეთ შემთხვევაში, SSH თქვენთან იქნება გაშვებული 192.168.1.1:22 მისამართზე და პორტზე 
ჩვენ შეგვყავს NAT პორტებში შემთხვევითი პორტი გარე IP მისამართზე, დავუშვათ ეს იქნება პორტი 12345, და ვუთითებთ რომ პორტი 12345 ეკუთვნის სერვერს IP 192.168.1.1-ით  და გადაყავს 22 პორტზე.

საბოლოოდ, გარე IP შეერთებისას, რომელიც ერთიანია ყველა სერვერისთვის, მაგალითად 123.45.67.89, და პორტის მითითებით 12345 - სისტემა გადამისამართებს ამ მოთხოვნას 192.168.1.1 სერვერის 22 პორტზე და თქვენ შეძლებთ შეერთდეთ SSH-ით.


იგივე ლოგიკა მუშაობს ყველა პორტებისთვის, მაგალითად თუ თქვენ გჭირდებათ დისტანციური წვდომა მონაცემთა ბაზაში გაშვებული 3306 პორტზე - თქვენ გადადიხართ სერვისის მმართვის მენიუში და აპროქსირებთ პორტი 3306 (TCP პროტოკოლი) და ღებულობთ გარე პორტს, რომლით თქვენ შეგიძლიათ უკვე შეერთდეთ მონაცემთა ბაზას თქვენი პერსონალური კომპიუტერიდან ან სხვა სერვერიდან.

 

 

მნიშვნელოვანია! ჩვენ ლოკალურ ქსელში, თქვენი სერვერების შორის შეგიძლიათ პირდაპირ შეერთდეთ ლოკალური IP მისამართით. მაგალითად - 1 სერვერს აქვს IP 192.168.1.1, 2 სერვერს აქვს IP 192.168.1.100, ამ შემთხვევაში სერვერიდან 192.168.1.1 შესაძლებელია შეერთება 192.168.1.100 სერვერის მონაცემთა ბაზაში მისამართით 192.168.1.100:3306



თქვენი სერვერის NAT პორტების რუკის ნახვა და პორტების დამატება/წაშლა შეგიძლიათ სერვისის მმართვის გვარდზე, NAT პორტების ბლოკში

  • nat cloud, ნატ ქლაუდი, NAT ქლაუდი, NAT პორტები, SSH, პორტები, 22, 3306, პროქსირება

Ha estat útil la resposta?

0 Els usuaris han Trobat Això Útil