HOSTETSKI პანელი
მონიტორინგი ჩემი IP? WHOIS სიჩქარის ტესტი
ენის არჩევა
Georgian
  • العربية العربية
  • Azerbaijani Azerbaijani
  • Català Català
  • 中文 中文
  • Hrvatski Hrvatski
  • Čeština Čeština
  • Dansk Dansk
  • Nederlands Nederlands
  • English English
  • Estonian Estonian
  • Persian Persian
  • Français Français
  • Georgian Georgian
  • Deutsch Deutsch
  • עברית עברית
  • Magyar Magyar
  • Italiano Italiano
  • Macedonian Macedonian
  • Norwegian Norwegian
  • Português Português
  • Português Português
  • Română Română
  • Русский Русский
  • Español Español
  • Svenska Svenska
  • Türkçe Türkçe
  • Українська Українська
ავტორიზაცია
საიტის მისამართი განახლდა — ახლა ეს არის ho.ge . გადადით ახალ დომენზე, რომ საიტის მთელი ფუნქციონალი შენარჩუნდეს.
გადახდები ავტორიზაცია რეგისტრაცია
Support Knowledgebase Announcements Contact Us
ავტორიზაცია
თქვენ ჩართული გაქვთ მუქი თემა ბრაუზერში ან სისტემაში. ამჟამად ჩვენი საიტი სრულად არ უჭერს მხარს მუქ თემას და შეიძლება ყველა გვერდზე არ მუშაობდეს.
რეკომენდებულია
სერვერები საქართველოში
დან ₾3 თვეში
ტარიფის კონფიგურაცია
VPS სერვერები 16 ქვეყანაში
დან ₾14 თვეში
ტარიფის კონფიგურაცია
ერთი VPN სერვისში 40 ლოკაცია
დან ₾19 თვეში
შეკვეთა
ინიციატივებისთვის ჰოსტინგი
უფასო
გაიგე მეტი

☁️ გამარჯობა! ჩვენ ვართ HO.GE

ჩვენ ვმუშაობთ 2019 წლიდან, ხოლო 2024 წლიდან ოფიციალურად გავუშვით ჩვენი ინფრასტრუქტურა საქართველოში — ქვეყნის პირველი კონტეინერული ჰოსტინგი. ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ პლატფორმის პრაქტიკაში გამოცდა, არქიტექტურის ოპტიმიზაცია და მისი სტაბილურ, პროგნოზირებად სერვისად გადაქცევა.

მძიმე KVM ვირტუალიზაციის ნაცვლად, რაც აქვთ უმეტესობას, ჩვენ ვიყენებთ კონტეინერულ ტექნოლოგიას LXC. ჩვენ არამარტო უბრალოდ დავაყენეთ ის "როგორც არის" არამედ მოვახდინეთ მისი მოდიფიკაცია რეალური ამოცანებისთვის და მივიყვანეთ სტაბილურობამდე. ამ კონტეინერებზე შეგიძლიათ გაუშვათ ვებ-გვერდები, Telegram ბოტები, მონაცემთა ბაზები, სათამაშო სერვერები და ნებისმიერი სხვა აპლიკაციები. ისინი ნაკლებ რესურსს მოიხმარენ, უფრო სწრაფად მუშაობენ და არ ქმნიან ზედმეტ დატვირთვას.

ასეთი მიდგომის წყალობით ჩვენ არ ვზღუდავთ შესაძლებლობებს: თქვენ გექნებათ სრული root-წვდომა, სარეზერვო კოპირება ცალკეული ფაილების აღდგენის შესაძლებლობით, სნაპშოტები, რეპლიკაცია ნოდებს შორის, შიდა ქსელი თქვენს VPS-ებს შორის — და ამ ყველაფრის მართვა შეგიძლიათ პირდაპირ ბრაუზერიდან — ჩაშენებული VNC კონსოლისა და ფაილ მენეჯერის საშუალებით. ეს არ არის ფასიანი დამატებები — ეს ჩვენი ტარიფის სტანდარტია.

ნაგულისხმევად ჩვენი სერვერები მუშაობენ NAT-ის მიღმა. ეს გვაძლევს საშუალებას შევამციროთ ხარჯები კომფორტის დაკარგვის გარეშე: სერვისებზე წვდომა მარტივად მორგებადია პანელიდან, ხოლო თუ ოდესმე დაგჭირდებათ გამოყოფილი IP — შეგიძლიათ იგი ცალკე გაააქტიუროთ. ჩვენ არ ვამატებთ ფასში იმას, რაც შესაძლოა არ დაგჭირდეთ. ამის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია პატიოსნად შევინარჩუნოთ დაბალი ფასი და ამავდროულად შემოგთავაზოთ შესაძლებლობების სრული სპექტრი. სერვერი 3 ლარად თვეში — ეს არ არის აქცია, არ არის საცდელი ვერსია და არც კომპრომისი. ეს არის ჩვენი ნორმალური სამუშაო ტარიფი, სადაც ყველაფერი მუშაობს როგორც უნდა. სწორედ ამიტომ გვირჩევენ არა ფასდაკლების გამო, არამედ იმიტომ რომ აქ ყველაფერი საქმეზეა.

ხარისხიანი ჰოსტინგი იწყება ხარისხიანი დატა ცენტრიდან

HO.GE-ის სერვერები განთავსებულია Proservice.ge-ის დატა ცენტრში — საქართველოში ყველაზე დიდ და საიმედო დატა ცენტრში, რომელიც 2019 წელს აშენდა საერთაშორისო Tier III სტანდარტების შესაბამისად. Proservice — პირველი ჰოსტინგ-პროვაიდერია საქართველოში, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს. კომპანიამ მოიპოვა ლიდერის რეპუტაცია სფეროში, ხოლო მისი დატა ცენტრი გახდა საიმედოობის ეტალონი რეგიონში.

Tier III დონე ნიშნავს, რომ დატა ცენტრი აკმაყოფილებს მაღალი საიმედოობის მკაცრ სტანდარტებს:

  • ყველა ძირითადი სისტემის რეზერვირება, მათ შორის ელექტრომომარაგება, გაგრილება და ინტერნეტ-შეერთება
  • გარანტირებული ხელმისაწვდომობა 99.982%-ის დონეზე, რაც წელიწადში მხოლოდ 1.6 საათზე ნაკლებ გაჩერებას ნიშნავს
  • ტექნიკური მომსახურება და მოწყობილობების მოდერნიზირება სერვისების მუშაობის გაწყვეტის გარეშე


Proservice გახდა ლოგიკური არჩევანი, რადგან მასში გაერთიანებულია საიმედო საინჟინრო ბაზა, წვდომა ეროვნულ და საერთაშორისო ქსელებთან და გუნდი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს. ეს არის ფუნდამენტი, რაზეც აშენდა NAT Cloud-ის სერვისი საქართველოში. ცენტრის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა პირდაპირ წვდომას ძირითად მარშრუტებთან ევროკავშირს, რუსეთსა და აზიას შორის, რაც უზრუნველყოფს დაბალ პინგს და მაღალ ხელმისაწვდომობას. Proservice.ge-ის დატა ცენტრში შესაძლებელია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი ტექნიკის განთავსებაც — კოლოკაციის სერვისით, რომელიც მოიცავს სრულ მომსახურებასა და ფიზიკურ წვდომას.

📍 დატა ცენტრის მისამართი: საქართველო, თბილისი, პეტრე ქავთარაძის, ქ. ჩიხი N 3

სხვა მდებარეობები გჭირდებათ?

ყველა ტარიფზე საქართველოს ფარგლებს გარეთ ვთავაზობთ KVM ვირტუალიზაციას და 300 Mbit/s-მდე არხს

Switzerland Flag Switzerland
Bulgaria Flag Bulgaria
Germany Flag Germany
Italy Flag Italy
Netherlands Flag Netherlands
Poland Flag Poland
Romania Flag Romania
Latvia Flag Latvia
Czech Republic Flag Czech Republic
Ukraine Flag Ukraine
USA Flag USA
Japan Flag Japan
Canada Flag Canada
Sweden Flag Sweden
Estonia Flag Estonia
France Flag France
Singapore Flag Singapore
UAE Flag UAE
Australia Flag Australia
Norway Flag Norway
Spain Flag Spain
Hong Kong Flag Hong Kong
Kazakhstan Flag Kazakhstan
Brazil Flag Brazil
Denmark Flag Denmark
Austria Flag Austria
Ireland Flag Ireland
Hungary Flag Hungary
Belgium Flag Belgium
Serbia Flag Serbia
Turkey Flag Turkey
Colombia Flag Colombia
Mexico Flag Mexico
United Kingdom Flag United Kingdom
Argentina Flag Argentina
Peru Flag Peru
Chile Flag Chile
Georgia (NAT) Flag Georgia (NAT)
Finland Flag Finland


აირჩიე KVM-VPS ტარიფი

ჩვენი ღრუბელი მხოლოდ მონაცემებს არ ინახავს — ის იდეებს უჭერს მხარს

საქართველოში სულ უფრო ხშირად შთამაგონებელი პროექტები ჩნდება. მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი. ბოტი, რომელიც აჩვენებს ავტობუსის მოსვლის დროს. ვებსაიტი, რომელიც სტუდენტებისთვის საჭირო ინფორმაციას აგროვებს. რუკა, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ უახლოესი აფთიაქი და მის მარაგში არსებული მედიკამენტები. ეს ყველაფერი არ არის მსხვილი ბიუჯეტით დაფინანსებული ბიზნეს-პროექტები — ეს იდეებია, რომლებიც იმ სურვილიდან იბადება, რომ ჩვენი გარემო უკეთესი და კომფორტული გახდეს. ასეთი პროექტები არ ჩნდება კორპორაციების ოფისებში — ისინი იქმნებიან სახლებში, მათ ახორციელებენ ზრუნველი ადამიანები. მაგრამ თუნდაც ყველაზე ძლიერ იდეას სჭირდება ფუნდამენტი — თუნდაც პატარა, მაგრამ საიმედო. ადგილი სადაც იგი შეძლებს გაზრდას.

HO.GE-ში ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს "ნულიდან დაწყება". ამიტომ გულწრფელად ვამბობთ: თუ საქართველოში ქმნი არაკომერციულ, საზოგადოებრივად სასარგებლო პროექტს — ჩვენ გაწვდით ჰოსტინგს უფასოდ. არა დროებით. არა სპეციალური პირობებით. უბრალოდ — რადგან ეს სწორია. შენ ღებულობ სრულფასოვან პლატფორმას: სწრაფ ქართულ სერვერებს, ტექნიკურ მხარდაჭერას, სტაბილურობას და ადამიანურ დამოკიდებულებას. და რაც მთავარია — გრძნობას, რომ მარტო არ ხარ. რომ შენი იდეა ვიღაცისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

თუ ბიზნესს იწყებ — ჩვენ მაშინაც შენს გვერდით ვართ. სერიოზული ჰოსტინგი ძვირია — და ეს ჩვენც ვიცით. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას პირველი წლის განმავლობაში ყველა საქართველოში რეგისტრირებული კომერციული პროექტისთვის. ეს არის სამართლიანი შესაძლებლობა, რომ მოახდინო კონცენტრირება განვითარებაზე და არა ხარჯებზე. HO.GE — ეს მხოლოდ სერვერებზე არ არის, ეს ადამიანებზეა . მხარდაჭერაზე. ეს იმის რწმენაა, რომ კარგი იდეები იმსახურებენ არამარტო დაბადებას, არამედ ზრდას, სხვების გულებში ცეცხლის ანთება და საზოგადოებისთვის სიკეთის მიტანა.

ასეთი პროექტების მხარდაჭერა ჩვენთვის არც მარკეტინგია და არც პიარი — ეს ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია. ჩვენ გვჯერა, რომ ინტერნეტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და სამართლიანი — განსაკუთრებით მათთვის, ვინც აკეთებს რაიმეს სასარგებლოს. ამიტომ ჩვენ არ გთავაზობთ უბრალოდ ჰოსტინგს — ჩვენ ვქმნით ეკოსისტემას, სადაც ადგილობრივ იდეებს შეუძლიათ გაიზარდონ და გავლენა მოახდინონ ქვეყნის ცხოვრებაზე. და თუ გრძნობ, რომ შენი პროექტი შეიძლება გახდეს ამის ნაწილი — გელოდებით.

მხარდაჭერა ბარიერებისა და ზედმეტი ფორმალობების გარეშე

მხარდაჭერის ილუსტრაცია

ზოგჯერ მოგვმართავენ მარტივი და ზუსტად ჩამოყალიბებული ტიკეტებით, ხოლო ზოგჯერ — პირიქით: უბრალოდ «არ მუშაობს», «ყველაფერი გავაფუჭე» ან საერთოდ ტექსტის გარეშე. დიახ, ხანდახან ჩვენც ვერ ვხვდებით თავიდან რაზეა საუბარი, მაგრამ ეს არ არის მიზეზი რომ მომხმარებელი პრობლემასთან მარტო უნდა დავტოვოთ.

ჩვენ არ ვხურავთ ტიკეტებს ფორმულირებით «ვერ გავიმეორეთ პრობლემა». არ ვპასუხობთ «დააკონკრეტეთ და მერე დაგეხმარებით». მხარდაჭერას არ ვბლოკავთ მხოლოდ იმიტომ, რომ მოთხოვნა «არასწორი ფორმით» არის დაწერილი, როგორც ამას ზოგი ჰოსტინგ-პროვაიდერი აკეთებს.

ყოველთვის ვცდილობთ საბოლოოდ ყველაფერში გავერკვიოთ: ვსვამთ კითხვებს, ვამოწმებთ ლოგებს, საჭიროების შემთხვევაში პანელშიც ვერთდებით. ხანდახან ამას ცოტა მეტი დრო სჭირდება, ზოგჯერ მხოლოდ მესამე ცდაზე ვხვდებით, რას გულისხმობდით.

მაგრამ რაც არის მთავარი ჩვენ არ ვრჩებით ჩუმად და «არასწორად დაწერილი» თხოვნის გამო ადამიანს უყურადღებოდ არ ვტოვებთ. რა თქმა უნდა, თუ ორ-სამ სიტყვას დაამატებთ — რა არ მუშაობს და რა სცადეთ უკვე — შედეგი უფრო სწრაფი იქნება. მაგრამ თუნდაც მხოლოდ «გაფუჭდა» დაწეროთ — იქიდანაც დავიწყებთ. ეს არ გვაღიზიანებს, ეს ჩვენი სამუშაოა. ჩვენთვის შედეგი ფორმალურ «ტიკეტის დახურვაზე» მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვწერთ უზარმაზარ კოდს კლიენტის ნაცვლად, მაგრამ თუ ბრძანებაში შეცდომა მოგივიდათ - გავასწორებთ. თუ დაგავიწყდათ - კონფიგში ვიპოვით. არასწორი IP მიუთითეთ? — შეგახსენებთ. ასეთი დეტალები ჩვენთვის მარტივია და მშვიდად ვაკეთებთ არა მხოლოდ თავაზიანობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ნამდვილად გვინდა, თქვენთან ყველაფერი იმუშაოს. იდეალურები არ ვართ - ხანდახან ჩვენთანაც არ მუშაობს რაღაცა პირველივე ცდიდან. მაგრამ გულწრფელად ვცდილობთ, რომ თქვენ ნერვიულობა არ დაგჭირდეთ. ჰოსტინგში საკმარისი ტექნიკური სირთულეები ისედაც არსებობს — მხარდაჭერა კი უნდა იყოს მარტივი.

რისკის გარეშე — უბრალოდ სცადეთ

ჯერ ამოწმებთ, შემდეგ წყვეტთ — დარჩეთ თუ არა.

გაქვთ 14 დღე, რომ ნახოთ, როგორ მუშაობს ყველაფერი: დააყენოთ სერვერი, დაათვალიეროთ ინტერფეისი, გამოცადოთ მხარდაჭერა. თუ ამ დროში მიხვდებით, რომ არ გერგებათ — ფულს დაგიბრუნებთ. უბრალოდ მოგვწერეთ და თანხას უკან დაგიბრუნებთ.

თუ ყველაფერი მოგეწონათ და დარჩენას გადაწყვეტთ — შესანიშნავი დასაწყისი გექნებათ: +50 % პირველ ბალანსის შევსებაზე.

ბონუსი ავტომატურად პატივდება, პრომოკოდების გარეშე. 20-ზე შეავსეთ — ანგარიშზე 30 გაქვთ. 100-ზე — 150.
თანხა უმალვე აღმოჩნდება ანგარიშზე და ჩვეულებრივი ფულის მსგავსად გამოიყენება: სერვერების, IP-ების, ბექაპების გადახდა — ყველაფერი, როგორც ყოველთვის.

📌 მნიშვნელოვანი:
ბალანსის შევსება და სერვისის გადახდა — სხვადასხვა ქმედებაა.
შეგიძლიათ პირდაპირ გადაიხადოთ კონკრეტული ტარიფი — და ეს არ ააქტიურებს ბონუსს, რათა გამოიყენოთ, როცა თავად ისურვებთ.
თუ +50 % გსურთ, ჯერ ბალანსი შეავსეთ, შემდეგ გადაიხადეთ მომსახურება ბალანსიდან.
ასე ბონუსი aktiirdeba და ჩვეულებრივ თანხებთან ერთად დაიხარჯება.

გმადლობთ, რომ ბოლომდე წაიკითხეთ. თუ კითხვები დარჩა — მოგვწერეთ ახლავე: ტიკეტში, Telegram-ში ან ელფოსტით. თუ ყველაფერი გასაგებია — უბრალოდ შექმენით პირველი სერვერი. პირველივე წუთიდან თქვენს მხარეს ვიქნებით და დაგეხმარებით, თუ რამე ვერ იმუშავებს. HO.GE — საიმედო პლატფორმა, შექმნილი ადამიანების მიერ ადამიანებისთვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

ტელეგრამ არხი
ჰოსტინგის უახლესი სიახლეები, აქციების შესახებ ინფორმაცია და სხვა
დახმარების მიღება
დაგვიწერეთ, თუ შეგექმნათ პრობლემა ან გსურთ დასვათ შეკითხვა
ცოდნის ბაზა
ცოდნის ბაზაში ნახავთ სასარგებლო სტატიებს ჰოსტინგის შესახებ და ბევრ სხვა ინფორმაციას

symbol
ჰოსტინგი
  • NAT Cloud
  • cPanel Hosting
  • Private Network
  • Dedicated Server [soon]
  • Domain Names [soon]
Help
  • ავტორიზაცია
  • ცოდნის ბაზა
  • დაგვიკავშირდით
  • ქსელის სტატუსი
კომპანია
  • გადახდის მეთოდი
  • სიახლეები
  • წესები და პირობები
  • ჩვენი დატა ცენტრი
Identification number 302259623, Tbilisi, Georgia
HOSTETSKI.COM 2019-2024
HTK.GE 2024-2025
alexey.m@cloudcenter.ovh
Hostetski:) Reviews 2024-top-25-offshore-hosting Hostetski:) Reviews 2025-top-25-offshore-hosting

  • სარკეები

    htk.ge, hostetski.ge, hostetski.com, hostetski.com.ua

დამატებითი ინფორმაცია

თქვენი IP: 216.73.216.123

Mozilla/5.0 AppleWebKit/537.36 (KHTML, like Gecko; compatible; ClaudeBot/1.0; +claudebot@anthropic.com)

  • გადახდის მეთოდები

Title

Loading... დაელოდეთ...
Loading...

Generate Password

Please enter a number between 8 and 64 for the password length